"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სუმიზე შემზარავი რუსული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლის გამო. ეს იმის ტრაგიკული შეხსენებაა, თუ რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად"
ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაში.