აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს.
"მივესალმები დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ შეასრულონ მათი მოვალეობა და დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს" - განაცხადა შაჰინმა.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 10 აპრილს, ფინანსური სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს, შსს-ს მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესა და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძეს.