წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გიორგი ვაშაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. გიორგი ვაშაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

გიორგი ვაშაძეს ბრალი თბილისის პროკურატურაში გააცნეს. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თეა წულუკიანის ე.წ კომისიაზე არ გამოცხადების გამო აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეფარდებული აქვს ოპოზიციის არაერთ ლიდერს, მათ შორის ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გირაოს გადახდას არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი