რომში პარიოლის რაიონში ბინაში ძალადობრივი შეღწევის მცდელობისას 2 პირი, საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავება 21 აპრილს მოხდა. რომის პოლიცია საეჭვო გარეგნობის ორ მამაკაცს ფარულად აედევნა და დამნაშავეები ერთ-ერთ კორპუსში კარის სპეციალური ხელსაწყოებით გაღებისას დააკავა.
ჩხრეკა ჩატარდა დაკავებული პირების ბინაშიც, რომანინას დასახლებაში, სადაც აღმოჩენილი იქნა მოპარული ნივთებით სავსე 6 ჩემოდანი, მათ შორის იყო ძვირადღირებული საათები, ოქროს სამკაულები და დიზაინერული სამოსი. მოპარული ნივთების ღირებულება 200 ათას ევროზე მეტია.
ამავე ბინაში აღმოჩენილი იქნა საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც იტალიური მედიის ცნობით, ანალოგიური დანაშაულების გამო იყვნენ ნასამართლევი და ამჯერად მოპარულ ნივთებს აგროვებდნენ.
როგორც იტალიური მედია წერს „გამომძიებლების თქმით, ბანდა კარგად იყო ორგანიზებული და აღჭურვილი იყო დახვეწილი ხელსაწყოებით, რომლებსაც შეეძლოთ საკეტების გაღება აშკარა კვალის დატოვების გარეშე, რაც ართულებდა გამოძიებას წინა შემთხვევებში. გამოძიება გრძელდება სხვა ძარცვებთან კავშირის დასადასტურებლად.