პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკას მარიამ ბაჯელიძის სამსახურშიც ატარებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ გეგუჩაძე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
"მარიამ ბაჯელიძის სამსახურშიც შევიდნენ. ტექნიკას ვეძებთო," - წერს გეგუჩაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მარიამ ბაჯელიძის სახლში ჩხრეკა დილიდან ჩაატარა. ჩხრეკისას მარიამის ტელეფონი და დედისა და ძმის საერთო ლეპტოპი ამოიღეს.
იხილეთ ასევე:
"სამართალდამცავი უწყება ვალდებულია არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო" | ომბუდსმენი ჩხრეკაზე