ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო რეისები სოხუმის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში - განცხადებას ამის თაობაზე ევროკავშირი ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას:
"ეს ქმედება, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში, მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა თებერვალში შესრულდა. უკვე 12 აპრილს კი "როსავიაციამ" რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა.
1-ელ მაისს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდა.