"იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში - სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი.
არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე.
იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, როდესაც 500 ადამიანი უმძიმესი ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში?
ამბობს "ოცნების" პრემიერი და თავმჯდომარე კობახიძე აქციების მიმდინარეობისას დაკავებულებზე