უნგრეთმა ორი უკრაინელი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
სავარაუდოდ, ეს არის საპასუხო ზომა, რომელიც ორბანის მთავრობამ უკრაინაში გამოვლენილი ჯაშუშური ქსელისა და 2 პირის დაკავების შემდეგ მიიღო.
ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშური ქსელი გამოავლინა, დღეს გახდა ცნობილი. SBU-ს ინფორმაციით, ჯგუფის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის დაუცველი წერტილების ძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა, თუ რეგიონში უნგრული ჯარები შევიდოდნენ.
იხილეთ ასევე: