პუტინმა"აფხაზეთიდან ტურისტული ნაკადის განვითარების ხელშეწყობის" პირობა დადო | გუნბამ ის სოხუმში მიიწვია

გამოქვეყნდა:

პუტინი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბადრა გუნბას ხვდება - ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია ТАСС ავრცელებს.

მისი თქმით, "რუსეთის ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს აფხაზეთიდან ტურისტული ნაკადის განვითარებას" და ამ კუთხით წელს მინიმუმ 7%-იან ზრდას ელოდება. "რუსეთი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა აფხაზეთთან როგორც ეკონომიკურ, ასევე ჰუმანიტარულ სფეროებში" - თქვა პუტინმა.

კრემლში შეხვედრისას გუნბამ პუტინი სოხუმში დაპატიჟა. პუტინმა მიწვევა მიიღო.

პუტინი შეხვდა მეორე ოკუპირებული რეგიონის, ცხინვალის რეჟიმის "ლიდერსაც". ალან გაგლოევს ის "სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში, ჯანდაცვასა და განათლებაში" დახმარებას დაპირდა, ასევე თქვა, რომ "საჭირო ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების საკითხებს"

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ პუტინი "ხმაურიან განცხადებას" გააკეთებს. ამ დროისთვის უცნობია, რაზე ისაუბრებს ის, თუმცა, არაოფიციალურად, არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა ეს ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას შეეხებოდეს, რომელზეც უკრაინაში ევროპული ქვეყნების ლიდერებმა 10 მაისის ვიზიტის დროს, ერთობლივი განცხადება მიიღეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი