„პოტენციურად შესანიშნავი დღე უკრაინისა და რუსეთისთვის“ | ტრამპი უკრაინის წინადადებისა და პუტინის პასუხის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"პოტენციურად შესაძლოა, ეს შესანიშნავი დღე იყოს რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომლებიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლისღვრა“, იმედია, დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და ბევრად უკეთესი სამყარო. მე გავაგრძელებ ორივე მხარესთან მუშაობას, რათა ეს მოხდეს. აშშ-ს სურს, ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს აღმშენებლობასა და ვაჭრობაზე. წინ დიდი კვირა გველოდება!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე უკრაინის მოთხოვნის, 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და პუტინის პასუხის შემდეგ.

გუშინ, 10 მაისს, კიევში ჩასული 4 ევროპული ქვეყნის ლიდერებმა [საფრანგეთის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი, პოლონეთის პრემიერი და გერმანიის კანცლერი] უკრაინასთან ერთად, ერთობლივი განცხადება მიიღეს.

პუტინმა გვიან ღამით განცხადება გააკეთა, თუმცა 30 დღიან ზავზე არაფერი უთქვამს, რითაც ეს წინადადება ფაქტობრივად უარყო და ოფიციალურ კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა - სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება, წინაპირობების გარეშე. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი