ბანკოვას წარმომადგენლები კარგად არ გაეცნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადების ჩანაწერს, თუ ვიმსჯელებთ სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების წინადადებაზე მათი რეაქციით - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. მან პუტინის გუშინდელი გამოსვლის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც ოკუპანტი ომის "ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე" საუბრობდა:
„ბანკოვას რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. რუსეთის ლიდერმა ძალიან ნათლად და გარკვევით გამოხატა საკუთარი პოზიცია: ჯერ მოლაპარაკებები ძირეულ მიზეზებზე და შემდეგ შეგვიძლია ზავზე საუბარი“ - თქვა ზახაროვამ.
გვიან ღამით გაკეთებული განცხადებით პუტინმა 30 დღიანი ზავი უარყო და კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა - სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება, წინაპირობების გარეშე.
უკრაინა კი მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად ჯერ ცეცხლის შეწყვეტას ასახლებს.