"უმიზეზოდ, ბარის უკანა სივრცეში დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები, დაჭრილი მიატოვა და დაბრუნდა სუფრასთან" | პროკურორი "რატის ბარში" მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

"რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საქმის პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, 18 წლის ახალგაზრდა სრულიად უმიზეზოდ, შემთხვევით, მხარის გაკვირს გამო მოკლეს:

"ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე "რატის ბარში" ყოფნისას, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა, გვერდით გავლისას, უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთხში და ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხელთ არსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ, დაჭრილი მიატოვა იქვე. გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან, მეორე ბრალდებულთან, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შემდეგ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილიდან", - განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა

თბილისში, „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ცნობით, 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა ივანე გიგლემიანმა, 18 წლის ბიჭს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი