სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი მარკო რუბიო თურქეთში გაემგზავრება, სადაც 15 მაისს უკრაინისა და თურქეთის წარმომადგენლების პირდაპირი შეხვედრა, ასევე უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი - ინფორმაციას NBC News ავრცელებს. გამოცემას ცნობას უდასტურებს თეთრი სახლიც.
მედიის ინფორმაციით, თავად ტრამპი ამ კვირაში თურქეთში არ გაემგზავრება.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 15 მაისს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. თურქეთში პირადად მიემგზავრება ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პუტინთან შეხვედრას მოითხოვს. ჩავა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ამ დრომდე უცნობია. კრემლში აცხადებენ, რომ მათი დელეგაცია ხუთშაბათს სტამბოლში იქნება, თუმცა რა შემადგენლობით, ჯერ უცნობია.
თურქეთში მიემგზავრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებიც - კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი.