კონფლიქტის ზონაში მყოფმა "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა დაბომბილი განჯადან მინგეჩაურში გადაინაცვლა. მინგეჩაური გუშინ თავდასმის სამიზნე გახდა, ქალაქი სრტატეგიული მნიშვენლობისაა და იქ წყალსაცავთან ერთად მთავარი ელექტროსადგური მდებარეობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ჭურვის ჩამოგდების დროს საცხოვრებელ სახშლი მყოფი პირები გარეთ იმყოფევოდნენ. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 3 ადგილობრივი დაშავდა, მათგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება.
უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე მყოფ პირებს, უწყებები სთხოვენ, რომ შესაბამისი აღჭურვილობით იმოძრაონ.
მომდევნო გამოშვებაში, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი, ადგილობრივებთან ჩაწერილ ინტერვიუებს შემოგთავაზებთ.