"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი დააკავეს | ადვოკატის თქმით, მას იარაღი ჩაუდეს

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა. 

ნოდარ ბადუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. 

დაკავებული ამ დროისთვის გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი. მას ბრალდება ხვალ წარედგინება. პროკურატურა ნოდარ ბადუაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

ცნობისთვის, კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არაერთხელაა ნასამართლევი. ის ახლაც საპატიმროშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი