ლუკა სირაძე თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო - ჩოლოიანის ადვოკატები

გამოქვეყნდა:

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს აქვეყნებენ. მათი თქმით, ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში ანერვიულებული არ ყოფილა და თვითმკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედება გახდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა, როდესაც ის გადმოვარდა მაღალი სართულიდან, მის სისხლზე ჩატარდა ნარკოლოგიური ექსპერტიზა. დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. ფაქტია ის გარემოება, რომ გარკვეული სახის დისკრიმინაცია დედის მხრიდან, რომ ერთი შვლით იყო ძალიან კმაყოფილი, საუბარია უფროს შვილზე, ხოლო პატარა შვილი, ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც პრობლემებს უქმნიდა, - ამბობს ჩოლოიანის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ფსიქოლოგიური ტერორის გამო, დაკითხვიდან გამოსულმა, 15 წლის ლუკა სირაძემ, თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ჩოლოიანი კი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი