
საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ. მათი თქმით, რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს, სირიისა და უკრაინის უკანონო ბორდერიზაციას და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების დარღვევას. შესაბამისად, რუსი დელეგატების ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს წევრობა, საბჭოს სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
ხელმომწერი ორგანიზაცები გაეროს წევრ ქვეყნებს მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუს დელეგატებს ამ არჩევნებზე. რამდენიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დაუსჯელად ვერ ჩაივლის. რუსეთმა არ უნდა დაინახოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა, როგორც საშუალება, კვლავ გააგრძელოს ადამიანის უფლებათა დარღვევა საქართველოში, სირიასა და უკრაინაში, - წერია მიმართვაში.
ორგანიზაციები ამბობენ, რომ თუ დელეგატები ხმის მიცემაზე უარს იტყვიან, ამ ფორმით, გაეროს პრინციპებს და ღირებულებებს დაიცავენ. დოკუმენტს ხელს 41 ორგანიზაცია აწერს.