წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა

გამოქვეყნდა:

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე, გივი თარგამაძის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რითაც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა.

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, საქმე უნდა შეწყდეს იმ მიზეზით, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდია.

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა. მისი განმარტებით, კომისიის დებულებაშივე არის მითითებული, რომ თუ პირი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, მისივე თქმით, სახეზეა ბრალდებულის ქმედება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს "დროებით საგამოძიებო კომისიაზე" გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თარგამაძემ გირაო გადაიხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი