"ქართული ოცნების" რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა.
ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს.
ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ"
- ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა - პოლიტიკოსი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.