აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მოსამართლე ელისონ ბაროუზმა დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა. ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად აფასებს.

ამასთან, თეთრ სახლს ბეროუზის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

ცნობისთვის, აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა, რადგან უნივერსიტეტმა "კამპუსში ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შეძლო". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი