მიხეილ ხოდორკოვსკი რუსი ჟურნალისტის, ირინა სლავინას, თვითმკვლელობას გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მილიარდელი, რომელიც რუსეთიდანაა დევნილი, რუსი ჟურნალისტის სიკვდილს ტვიტერზე გამოეხმაურა. მიხეილ ხოდარკოვსკიმ,  ირინა სლავინას ოჯახს, თანაგრძნობა გამოუცხადა და თქვა, რომ ჟურნალისტს მასთან კავშირი არ ჰქონია.

"ჩხრეკამ ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, მას წაართვეს უკანასკნელი რაც გააჩნდა, ის კარგი ადამიანი იყო, ჩვენთან არ ყოფილა და სამწუხაროდ, ვეღარც იქნება", - წერს ხოდარკოვსკი.

რუსეთიდან დევნილმა ბიზნესმენმა, სლავინას თვითმკვლელობამდე მიყვანაში რუსი სამართალდამცავები დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რუსეთში ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, თავი მოიკლა. სლავინა რუსული გამომცემლობა „koza press“–ის მთავარი რედაქტორი იყო.  თვითმხილველების თქმით, ჟურნალისტმა, დახმარების საშუალება არავის მისცა და ინციდენტის ადგილზევე გარდაიცვალა.

გთხოვთ ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ – ირინა სლავინამ ეს სიტყვები ფეისბუქზე, 2 ოქტომბერს, გარდაცვალებამდე დაწერა.

ცნობისთვის, გარდაცვალებამდე ჟურნალისტის სახლი პოლიციელებმა გაჩხრიკეს. სამართალდამცავები, სლავინას სახლში ხოდორკოვსკისთან, კავშირის საბუთებს ეძებდნენ. 

ირინა სლავინამ ჩხრეკის შესახებ ფეისბუქზე სტატუსი თვითმკვლელობის წინა დღესაც დაწერა:

დღეს დილით 6 საათზე ჩემს ბინაში ბენზო ხერხით შეიარაღებული 12 ადამიანი შემოვიდა. ბინა გაჩხრიკეს და ადვოკატთან დარეკვის საშუალება არ მომცეს. ჩემი პერსონალური კომპიუტერი და საბუთები შეამოწმეს. შესაძლოა, მიხეილ ხოდორკოვსკის სახელს ეძებდნენ, თუმცა მე ასეთი არაფერი მაქვს. ჩემი წიგნაკები წაიღეს რის გამოც მთელი ჩემი ცხოვრების მნიშნველოვანი პროფესიული ჩანაწერები დავკარგე. ჩემს ქალიშვილს კი გარეთ გასვლის უფლება არ მისცეს“

როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, ირინა სლავინა მუდმივად იდევნებოდა, რადგან ანტი-კრემლისტური მოსაზრებები ჰქონდა. ცნობისთვის,  2020 წლის 7 აგვისტოს სლავინა დააჯარიმეს, რადგან ის ფეისბუქზე ნიჟნი ნოვგოროდში სტალინის ძეგლის დადგმას კრიტიკულად გამოეხმაურა. გარდა ამისა, ჟურნალისტმა COVID-19-ის პანდემიის არასწორ მართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლება ამხილა. სლავინა ასევე, მუდმივად იბრძოდა სიტყვის თავისუფლებისთვის.

შეგახსენებთ, მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელთანაც კავშირში ირინა სლავინას ადანაშაულებდნენ, , ლონდონში ცხოვრობს და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. ის 2003 წელს რუსეთში დააკავეს კიდეც, ხოლო პატიმრობის შემდეგ, 2015 წელს, დიდ ბრიტანეტში ემიგრირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი