"მთავარის" ინფორმაციით, ნიკა მელიას დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა 

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას თბილისის პოლიციის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი ხელმძღვანელობდა. 

ცნობისთვის, ნიკა მელია დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები და ნიკა მელიას დაცვის წევრები ყვებიან, რომ დაკავების ოპერაციაში ასობით პოლიციელი მონაწილეობდა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მელიას დღეს სუს-ის თანამშრომლები სახლიდან გაჰყვნენ და ის ძალის გამოყენებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი