სენატორი დეინსი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო X-ზე წერს. 

"სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილათ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო გამოთქმული შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს საჭიროება რეგიონში კეთილდღეობის, პროგრესისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად," - წერია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, მანამდე სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს, მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძეს შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი