ოფიციალური ბაქო წარმატებებზე იუწყება - ყარაბაღში კონფლიქტი მწვავდება

გამოქვეყნდა:

კონფლიქტი მთიან ყარაბაღში მწვავდება და უკვე უშუალოდ ბაქოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვრცელდება - დაბომბილია ქალაქები განჯა, ხიზი და მინგეჩაური, ასევე აფშერონის რაიონი, დედაქალაქთან ახლოს. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ბაქო სამხედრო წარმატებების შესახებ იუწყება, კონკრეტულად კი იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონი დაიკავა.

ერევანი თურქეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან ადანაშაულებს იმაში, რომ მათ მხარეს სირიელი დაქირავებული მებრძოლები და ტერორისტები იბრძვიან. დღეს ეს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმაც დაადასტურა.

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ჩავიდა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, მისი ვიზიტის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაქომ თავის შეიარაღებულ ძალებს მოწინააღმდეგის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მომზადების ბრძანება მისცა, კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების ორგანიზაციამ კი, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედიან, ოქტომბერში სომხეთში დაგეგმილი სამხედრო სწავლებები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი