5 ოქტომბერს ბიშკეკის ქუჩებში გამოსულმა მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი დაარბიეს. პატიმრობიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზინდენტი აზამბეკ ატამბაევი და მთვრობის რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც სასჯელსკორუფციულ გარიგებებში მონაწილეობისათის იხდიდნენ.
მღელვარების მიზეზი არასამართლიანი არჩევნები გახდა, რომლის შედეგების გაუქმება ხელისუფლებას საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მოუწია. პოლიციასთან შეტაკებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.
უცნობია განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. სავარადუოდ, ახლადდაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია მას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.