
შეიძლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლოს მზად იყოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედოს ადანომ გებრესიუსმა, WHO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს ვაქცინის თანაბარი განაწილებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.
ჩვენ ვაქცინა გვესაჭიროება და იმედი მაქვს, წლის ბოლოს ის უკვე მზად იქნება. ამის იმედი არსებობს - თქვა გებრესიუსმა.
სხდომაზე ისიც თქვეს, რომ ევროკავშირის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა კომისიამ COVID19-ის იმ ვაქცინის ნიმუშის შესწავლა დაიწყო, რომელიც აშშ-ს მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა BioNTech-მა შექმნეს.