ორმხრივი პნევმონია და მაღალი ტემპერატურა - პეტრო პოროშენკოს მდგომარეობა გაუარესდა

გამოქვეყნდა:

ორმხრივი პნევმონია და მაღალი ტემპერატურა, რომელსაც ექიმები ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ - კოვიდინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ პოროშენკოს მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

პეტრო პოროშენკო COVID19-ით სექტემბრის ბოლოს დაინფიცირდა, კლინიკაში კი რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ინფიცირებულია ასევე პეტრო პოროშენკოს ქალიშვილი, თუმცა, უკრაინის ექსპრეზიდენტის მეუღლე ამბობს, რომ მას ვირუსი, მამამისთან შედარებით, უკეთ გადააქვს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოქმედი და ყოფილი ლიდერებიდან, პოროშენკოს გარდა, ინფიცირებულია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც. COVID-19 მას 2 ოქტომბერს დაუდასტურდა და ამჟამად ჰოსპიტალში მკურნალობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი