თქვენ როგორ ფიქრობთ, ისინი უფრო ქმედით ნაბიჯებს დგამენ?! - გახარია "შეცვალეს" აქციაზე და ბებუას პატიმრობაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში, ირაკლი ბებუას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის გასათავისულფებლად, თუმცა რას აკეთებს - ამაზე გახარიას აღარ უსაუბრია.

"ჩვენ ამუშავებული გვაქვს ყველა შესაძლო და არამხოლოდ შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის რომ მივაღწიოთ ამ ადამიანის გათავისულებას და აქ საუბარი ცოტა უფრო დამაზიანებელი და რისკისშემცველია,  გვაცადეთ თუ შეიძლება" მიმართა გახარიამ ჟურნალისტებს.

პრემიერმა "შეცვალეს" წევრებსაც უპასუხა, რომლებმაც დილით მთავრობის კანცელარიის წინ აქცია გამართეს და ბებუას გასათავისუფლებლად, ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს:

თქვენ როგორ ფიქრობთ, იმ ადამიანებმა რომლებმაც აქ აცია გამართეს, ისინი უფრო ქმედით ნაბიჯებს დგამენ და ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს? პირიქით - უპასუხა გახარიამ "შეცვალეს".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ დააკავეს. მას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზური დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება.

ბებუა აღიარებს , რომ ოკუპანტების სიმბოლიკა ნამდვილად დაწვა, თუმცა ხელყუმბარები დაკავებისას  ჩაუდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი