პროკურორი, ჯარჯი წიკლაური, დავითგარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას შემდეგ, სხვა პირების ბრალეულობასაც არ გამორიცხავს, თუმცა ვერ ამბობს, იქნება თუ არა მათ შორის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვას, წიკლაური, ზოგადად პასუხობს:
ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. რაც შეეხება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობა, მაგრამ ამის წინასწარი პროგნოზირება ვერ მოხვდება... გამოძიება მუშაობს რადენიმე ვერსიაზე . "ამ კითხვაზე სხვა პასუხს ვერ გაგცემთ" ამბობს ჯარჯი წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის, უცხო ქვეყნისთვის გადაცემის საქმეზე, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს, სადემარკაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.