
ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი სომხეთთან მიმართებაში ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. სომხეთი სამხედრო გაერთიანება "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (CSTO) წევრია, რაც რუსეთს მის წინაშე გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.
”სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება, თუმცა, ისინი სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. რაც შეეხება რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ჩვენ მას ყოველთვის ვასრულებდით, ვასრულებთ და შევასრულებთ. მოგეხსენებათ, რომ მე მუდმივ, აქტიურ სამუშაო კონტაქტში ვარ სომხეთის პრემიერმინისტრთან და სომხეთს არ აქვს კითხვები რუსეთის მიერ მოკავშირის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფლიქტი უახლოეს მომავალში დასრულდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ”, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სომხები და აზერბაიჯანელები უცხოები არ არიან და რუსებს მათთან ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. რუსეთის პრეზიდენტმა ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ტრაგედია უწოდა.
"ეს ტრაგედიაა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რადგან აზერბაიჯანელები, სომხები და მთიან ყარაბაღში მცხოვრებნი ჩვნეთვის უცხონი არ არიან. რუსეთში დაახლოებით 2 მილიონი აზერბაიჯანელი და ამდენივე სომხეთი ცხოვრობს. რუს მოქალაქეებს მათთან ახლო, მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ტრაგედიაა, ადამიანები იღუპებიან, ორივე მხარეს დიდი დანაკარგი აქვს", - აღნიშნა პუტინმა.