საბერძნეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია. ამის მიზეზად ათენი აზერბაიჯანის "უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელ" განცხადებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საბერძნეთი თავის მიწაზე "ბოევიკების" მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა. 

ურთიერთობების ორმხრივი გაუარესების გამო, ათენმა ჯერ აზერბაიჯანის ელჩს საბერძნეთში საპროტესტო ნოტა გადასცა, შემდეგ კი აზერბაიჯანიდან საბერძნეთის ელჩი გამოიწვია.  

”აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სრულიად დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი ბრალდებების გამო, რომ თითქოს, საბერძნეთი ტერორისტული ქმედებების მომზადების მიზნით, ხელს აფარებდა მებრძოლებს და ახორციელებდა კიბერშეტევას აზერბაიჯანზე, აზერბაიჯანის ელჩს მკაცრი საპროტესტო ნოტა გადავეცით", - წერია ოფიციალური ათენის განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი