ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მისალდენი, შესაძლოა ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდეს

გამოქვეყნდა:

ბაქო თბილისი ჯეიჰანის მისალდენი, შესაძლოა ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდეს. როგორც აზერბაჯანული მხარე ამტკიცებს, კასეტური ბომბი ნავთოსადენისგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიაზე 300-მდე ნამსხვრევი იპოვეს, სომხური მხარე ნავთობსადენზე იერიშის მიტანას უარყოფს. ალიევის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველი ჰიკმატ ჰაჯიევი, ამტკიცებს, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში თავდასხმის ობიექტები კრიტიკული ინფრასტრუტურა და ნავთობსადენია.  

ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი, რომელიც კასპიური ნავთობის ტრანსპორტირებას რუსეTის გვერდის ავლით ახდენს, უკვე დიდი ხანია ოფიციალური მოსკოვისთვის ძალიან გამაღიზინებლი ფაქტორია. ამიტომ შემთხვევეითი არ არის, რომ მინგეჩაურის წაყლსატევის მიმდაბარედ სარაკეტო შეტევის შემდეგ კასეტური ბომბები სწორედ ნავთობსადენთან ჩამოვარდა. 

სომხეთისა და აზერბაიჯანი დაპირისპირებისას საქართველოს მუდმივად ნეიტრალური პოზიცია ეკავა, ერთის მხრივ სტრატეგიული პარტნიორი ბაქო და ასევე უმნიშვნელოვანესი მეზობელი სომხეთი. ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, როგორ დასრულდება პროცესები, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდბენ, რომ რუსეთის და თურქეთი, განსკუთრებით პუტინი მაქსიმალურად ეცდება ამ დაპირპირებიდან მისთვის ყველაზე მომგებიანი სცენარი გაათამაშოს. 

ამ ომში კარგად იკვეთება რეგიონის დიდი სახელმწიფოების ინტერესები, თუმცა ეს მუდმივი დაპირისპირება თავად სოხეთსა და აზერბაიჯანის ელიტებსაც აწყობთ, აცხადებს "მთავრი არხისთვის" მიცემულ ინერვიუში მინსკის ჯგუფის ყოფილი წევრი დენილე ფრი. სახწლმიფო მდივანის ყოფი თანაშემწეს შატბეჭდიელბა რჩება, რომ ყარაბაღის ომს ბაქოც და ერევანიც მუდმივად იმიზეზებს დასავლეთის თვალში, რატომ არ ახორცილებენ დემოკრატიულ რეფორმებს და რატომ არ ზრუნავენ ქვეყნების უფრო მეტად განვითარებაზე. 

ომის დაწყებიდან მეათე დღეს კი მდგომარეობა ისევ უმძიმესია, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვალ პირველი მოლაპარკებები გაიმარათება ჟენევაში, ხოლო ორშაბათს მოკოვში, სადაც ყარაბაღის ომზე, საფრანგეთი, ამერიკა და რუსეთი ერთად ისაუბრებენ.   

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი