მარეგულირებელი კომისია, წინასაარჩევნოდ, თამაშის ახალ წესებს ირჩევს, თუმცა "მთავარი არხი" ბექაურის უწყებას მისივე დაწესებული რეგულაციების განმარტებისთვის ვადას 10 ოქტომბრამდე აძლევს.

ტელეკომპანიისთვის ცხადი უნდა გახდეს, არის თუ არა კონონდარღვევა, იმ პოლიტიკური რეკლამის განთავსება სადაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. თუ კახა ბექაური ბუნდოვან ნორმას არ განმარტავს, "მთავარი არხი", ორი პოლიტიკური სუბიექტის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ანტირეკლამას ეთერში განათავსებს.

ტელეკომპანიის ამ გადაწყვეტილებამდე, არხმა რეკლამები ეთერში არ განათავსა, განმარტება მარეგულირებელ კომისიასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციასაც მოსთხოვა. წერილი ორივე უწყებაში 2 ოქტომბერს გაიგზავნა, მიზანი კი, იმ მაღალი ფინანსური სანქციის თავიდან აცილება იყო, რისი დაკისრებაც მარეგულირებელ კომისიას მარტვად შეეძლო. თუმცა, მიღებული პასუხები ბუნდოვანი აღმოჩნდა.

"ნაციონალური მოძრაობის" კლიპი ხელშემწყობ წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს, "ევროპული საქართველოსი" კი პირიქით, ხელისშემშლელს. ერთი მხრივ, კომუნიკაციების კომისია პოლიტკურ რეკლამაში სხვა ქვეყნის მოქალაქეების გამოჩენას კრძალავს, მაგრამ ვრცელდება, თუ არა ეს აკრძალვა საქართველოს მთავარსარდალსა და მესამე პრეზიდენტზე. კითხვაზე პასუხის ნაცვლად საარჩევნო  ადმინისტრაციამ კომუნიკაციების კომისიაში გადაგვამსამართა.

ცესკოს ამ განცხადების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად სატელევიზიო განმარტებების გაკეთება კომუნიკაციების კომისიასაც ვთხოვეთ, თუმცა ორივე უწყება დუმს. მარეგულირებელმა კომისიამ პოზიცია მხოლოდ 6 ოქტომბერს, ტელევიზიაში გამოგზავნილ წერილში დააფიქსირა, სადაც კახა ბექაურის უწყებამ თქვა, რომ მათი კომპეტენცია, არა თავიანთი დაწერილი კანონმდებლობის განმარტება, არამედ კანონდარღვევაზე მსჯელობაა.

წერილობით განმარტებების დროს, არავის გახსენებია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერმინისტრობის კანდიდატია. მას წინასაარჩვნო პროცესში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რის გამოც პოლიტიკური პარტიები აბსურდულს უწოდებენ მიღებულ განმარტებებს და მარეგულირებელ კომისიას ნორმების ზუსტ განმარტებას სთხოვენ.

განმარტავს თუ არა მარეგულირებელი კომისია კანონის ნორმებს უცნობია, თუმცა "მთავარი არხი" გადაწყვეტილებას, საჯარო ინტერესისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიიღებს, რაც ტელევიზიის ეთერში ორივე რეკლამის, განთავსებას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი