არ აჰყვეთ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარობა საქართველოსადმი - სომხური მხარე მოქალაქეებს

გამოქვეყნდა:

სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის ხელმძღვანელი, ედუარდ აღაჯანიანი, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომელთა მიზანია დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს საქართველო ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერს მხარს. 

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში შევამჩნიეთ შემაშფოთებელი ტენდენცია. ყალბი ანგარიშებიდან, რომლებიც უცნობი და ნაცნობი ორგანიზაციების მიერ იმართება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტში საქართველო აზერბაიჯანს უჭერს მხარს. 

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და თავი შეიკავეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან. სომხეთი და საქართველო აქტიურად ვთანამშრომლობთ, რათა მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც დღის წესრიგში დგას და თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ამასთან, მინდა გაცნობოთ, რომ ზოგიერთი დაბრკოლება უკვე გადალახულია ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. 


ჩვენი ათასწლოვანი, ძმური ურთიერთობა არ შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ეს მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ აჰყვეთ გამიზნულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარობა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი