მარნეულის ყოფილი მერის საქმე დღეს სააპელაციო სასამართლოში განიხილება

გამოქვეყნდა:

მარნეულის ყოფილი მერისა და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირის საქმის განხილვა გაიმართება დღეს, სააპელაციო სასამართლოში.

საუბარია 2018 წელს მომხდარ ფაქტზე, რომლის მიხედვით, თემურ აბაზოვი მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს, ბოდიშის მოხდასა და სახეზე შარდის წასმას აიძულებდა. აბაზოვი მეორე დღესვე დააკავეს, თუმცა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ის და საქმის კიდევ სამი ფიგურა გაამართლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი