
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ამ წუთებში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. რამდენიმე საათში კი სასამართლო, დავითგარეჯის საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დაცვის მხარე, სავარუდოდ, გირაოს შუამდგომლობას დააყენებს, ბრადლება კი ორივე დაკავებულისთვის წინასწარ პატიმრობას მოითოხვს; არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამანშავედ არ ცნობს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დავითგარეჯის საქმეზე დაწყებულ გამძოიებაში, სახალხოდამცველის აპარატიც ერთვება.
ივერი მელაშვილის მეუღლე ამბობს, რომ ეს ამბავი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ დასჭირდა:
"ამათ ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ უნდა აეგორებინათ, იმისთვის, რომ ეთქვათ, თითქოს წინა ხელისუფლება მიწებს ჰყიდდა, გვარამიამ კი ადრე მოიპოვა ის დოკუმენტები და იძულებული გახდნენ, ადრე დაეკავებინათ", - ამბობს ივერი მელაშვილის მეუღლე.
შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი ამბობდა, რომ ეს წინასაარჩევნოდ აგორებული ტალღაა.
ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის გამო საქართველოს
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა დავითგარეჯის კომისიის წევრებს საქართველოს მიწების გასხვისებაში ადანაშულებს.