
თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტიდან დღემდე 329 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, ბოლო 24 საათში კი გარდაცვლილთა რიცხვმა 30 შეადგინა. სომხეთის მთავრობის მეთაური, ნიკოლ ფაშინიანი, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს, რათა მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია და ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილება. ვრცელდება ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადება, რომლის მიხედვით ერევანმა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის განრიგი უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ,შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგეს.