ეს ბომბი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ ნიკა გვარამიამ გააჟღერა - ივერი მელაშვილის ცოლი

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ცოლი ამბობს, რომ საქმე, რომელიც პროკურატურამ აღძრა, პოლიტიკური მოტივი აქვს. თამარ სულაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას მისი მეუღლისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებით, ყოფილ მაღალჩინოსნებზე გასვლა სურთ. მისივე თქმით, ხელისუფლება გარეჯის ამბის გააქტიურებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გეგმავდა, თუმცა ნიკა გვარამიას განცხადებამ მათი გეგმები ჩაშალა:

არც ერთი არც ერთ პარტიაში არ არის, მუშაობდნენ შევარდნაძის დროსაც, მიშას დროსაც "ოცნების" დროსაც. ესენი აკეთებდნენ თავის საქმეს, ამათ არ დაუწყებდნენ არაფერს, მაგრამ უნდათ ზევით ვიღაცაზე გასვლა და იმიტომ ამოწიეს ეს საკითხი

უნდა აფეთქებულიყო ეს ბომბი ალბათ ერთი კვირით ადრე ან რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე. ხალხს ეტყოდნენ რომ ხედავ, ნაციონალების დროს ყიდდნენ მიწებს...ალბათ ეს უნდა აფეთქებულიყო და გვარამიამ უფრო ადრე, სადღაციდან მოიპოვა ინფორმაცია და ადრე გააჟღერა და იძულებული გახდნენ ადრე დაეწყოთ - ამბობს ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე  

შეგახსენებთ, აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი