"ოცნების" აბსურდული გეგმა - ძალაუფლება ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ 

გამოქვეყნდა:

კოტე კემულარიას, რომელიც 14 წლის წინ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, კარგად ახსოვს ყველა დეტალი როგორ მიმდინარეობდა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენისთვის მუშაობა. 

ამბობს, რომ არც ერთ შეხვედრაზე საზღვრების ანდა კიდევ მიწების გადაცემის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დამდგარა.

არც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისგან მიუღია რაიმენაირი დავალება დავით გარეჯისა და საზღვრების დადგენის საკითხზე. ამიტომ ფიქრობს რომ მთავარი მიზანი ბრალი წაუყენონ მიხეილ სააკაშვილს, წინასაარჩევნოდ ოცნებას არ გამოუვიდა და ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი ტრიუკად დარჩა. 

პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე და ქვეყნის მეორე პირი ნინო ბურჯანაძე იხსენებს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრებზე 14 წლის წინ არანაირი შეთანხმება არ დადებულა და მითუმეტეს მიწების გადაცემის საკითხი მოლაპარაკების დღის წესრიგში საერთოდ არ ყოფილა.

საგარეო უწყების მაშინდელი ხელმძღვანელი დღეს ამ საკთხზე არ საუბრობს. გელა ბეჟუაშივლი ოფიციალურ განცხადების გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და აკრძალული პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლა დაიწყო. მათ შორის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არ ერიდება  უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებას. ოპოზიცია რუსულ თამაშზეც მიუთითებს. იხსენებენ საიდან დაიწყო ყველაფერი. ჯერ იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენის საკითხზე.

შემდეგ კი პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნა დაწყებულიყო - სადელიმიტაციო სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შესწავლა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან ღიად პრორუსული პატრიოტების მოთხოვნა სისრულეში ახალ ოცნებას მოჰყავს. 

ოცნება დღეს ოპოზიციას მოუწოდებდა, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებისგან. პარტიის ყველა ლიდერი დღეს ოპონენტების საპასუხოდ ერთი და იგივე გზავნილს იმეორებდა, რომ საქმის პოლიტიზირება არ შეიძლება და ეს გამოძიება ქვეყნის შიდა საქმეა.თუმცა როგორ არის მხოლოდ საქართველოს შიდა საქმე თუ ტერიტორიას აზერბაიჯანს ვედავიბით,აღარავის დაუზუსტებია.  

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი ოცნების მთავრობას პირდაპირ უთხრა რომ საარჩევნო დღის წესრიგის გამო ამ თემის წამოწევა ქვეყანას ძვირი დაუჯდება. მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთანაც, რომელიც ახლა ომშია და საქართველოსთან საზღვრების დადგენისთვის არ სცალია.  

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების მთავრობას მთავარი მიზანი -  მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ შავი პიარი აეგორებინა - არ გამოვიდა. ამიტომ ოპონენტებმა დღეს ხელისუფლებას საგანგებოდ მიმართეს უდანაშაულოდ დაკავებულ ადამიანებს ბრალი მოუხსნას და კომისიის წევრები დაუყონებლივ გაათავისუფლოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი