სანამ მელაშვილს და ილიჩოვას უკანონო პატიმრობიდან ვიხსნით, წერილები გავუგზავნოთ - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა და მოქალაქეებს, დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის ციხეში წერილების მიწერისკენ მოუწოდა.

სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობისგან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ. პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი ფბ-ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე. ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია. დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს - წერს, ელენე ხოშტარია.

მოქალაქეებს გამამხნევებელი წერილების გაგზავნა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:

  • ივერი მელაშვილი, 8 დაწესებულება (. თბილისი, გლდანის მე-7 /, მე-2 კმ) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება)
  • ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - ქალთა სპეციალურიდაწესებულება)

როგორც ელენე ხოშტარია წერს, მათ ვისაც წერილების გასაგზავნად დრო არ აქვთ, შეუძლიათ ტექსტი თავად პოლიტიკოსს გაუგზავნონ და წერილებს მათი სახელით დაწერს.

დღეს, 9 ოქტომბერს, დაკავებულ ივერი მელაშვილის მისი ადვოკატი ციხეში შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი