"კარტოგრაფების საქმე" - სახელმწიფოსა და პროკურატურის ავანტურის საგანგაშო ტენდენციები 

გამოქვეყნდა:

საზოგადოების მიერ "კარტოგრაფების საქმედ" მონათლული პოლიტიკური აფსურდის სპექტაკლის მთავარი ატრიბუტი 1:200 000 თან მასშტაბთ შექმნილი გაურკვეველი წარმომავლობის რუკაა, რომელის არსებობის შესახებ, საქართველოს მინიმუმ სამმა პრემიერმინისტრმა და კიდევ ალბათ ათი ამდენმა თანამდებობის პირმა და საჯარო მოხელემ ჯერ კიდევ მინიმუმ 5 წლის წინ იცოდა. 

1996 წლის 13 ივლისით დათარიღებული პროტოკოლის თანახმად, დელიმიტაცია დემარკაციის ორმხრივი კომისიის მუშაობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა 1938 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების მიერ მიღწეული ორმხრივი შეთანხმება, რომელიც თავის მხრივ ათვლის წერტილად იყენებდა იმავე 1938 წელს  შექმნილი 1:500 000-თან მასშტაბის რუკას. 

1996 წელს მიღწეული შეთანხმება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ის, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას უზღუდავდა და ორივე მათგანს კონკრეტულ სამართლებრივ საზღვრებს უწესებდა. 

დღეს პროკურატურის ხელში სადამსჯელო იარაღად ქცეული ორასიათასიანი რუკა, რომელიც თითქოსდა ვიღაცამ ახლა აღმოაჩინა კომისიისთვის ჯერ კიდევ 1997 წლიდან იყო ცნობილი და შესწავლილი.  სამაგიეროდ ეს რუკა კარგად გამოადგა პროკურატურას. ძალოვანმა უწყებამ ისე, რომ მისი წარმომავლობა და ნამდვილობა ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია, 200 000-იანი რუკა 500 000-თან დასადარებლად ექსპერტიზაზე გადააგზავნა. 

ექსპერტის მიმართ დასმული კითხვაც ცალმხრივი იყო, სპეციალისტს მხოლოდ იმის დადგენა ევალებოდა ამ ორი რუკის დადარების შემდეგ, რა რაოდენობის ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე ექმნებოდა საქართველოს. მიღებული შედეგი პროკურატურამ გრაფიკულ ფილმად აქცია. 

პროკურატურის მიერ შექმნილ ამ ვიდეოში ისე ჩანს, რომ კომისიას ყველა შეთანხმება მხოლოდ საქართველოს საზიანოდ აქვს მიღწეული, თუმცა ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს, რომ კომისია ოქროს შუალედის დაცვას ცდილობს და თუ რომელიმე მონაკვეთს ქვეყნის საზიანოდ თმობს იქვე მის სანაცვლოდ  სხვა ტერიტორიას იერთებს. 

"კარტოგრაფების" საქმეში რუკების თემა, ყურით არის მოთრეული, ასე ფიქრობს დიასპორის საკითხებში   ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

სახელმწიფო სამსახურში მყოფი, პროფესიონალების მიმართ მმართველი პოლიტიკური ძალისა და პროკურატურის მიერ ერთობლივად წამორწყებულ ავანტურაში ძალიან საგანგაშო ტენდენციებს ხედავენ სამეცნიერო წრეებში.  

კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე ყურადღებას ამახვილებს დღეს რეგიონში გამწვავებულ ყარაბაღის კონფლიქტზეც და ამ კონტექსტში მეზობელი ქვეყნის მიმართ, რაიმე სახის ტერიტორიული უთანხმოების კერის გაჩენას, ქვეყნის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. 

დღეს ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ  დავითგარეჯი საქართველო არაა, თუმცა უკანაკნელმა ოცდაათმა წელმა ცხადყო, რომ ამ ჭეშმარიტების იურიდიულად დაკანონებას მხოლოდ, პოლიტიკური ნების არსებობა და  სწორი დიპლომატია უშველის და არა დროშებისა ერთად საეჭვო რუკების ფრიალი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი