"სიღატაკის ბიუჯეტი" - "ენმ" 2021 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

"სიღატაკის ბიუჯეტი" - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია "ენმ" 2021 წლის ბიუჯეტს და მის განხილვაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობაზე მორგებული არ არის და მათივე თქმით, არჩევნების შემდგ, მას მერე რაც ხელისუფლება შეიცვლება, ბიუჯეტიც შეიცვლება. შესაბამისად, ენმ-ში ამბობენ, რომ ახლა დოკუმენტზე მსჯელობას აზრი არ აქვს და ერთადერთი რასაც ისინი გააკეთებენ, 9 გვერდიანი შენიშვნებია, რომელსაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს 1ოქტომბერს გადაუგზავნიან

ამ ბიუჯეტის მქონე ქვეყანა იქნება მუდმივ სიღატაკეში, იქნება მუდმივი ფასების ზრდა, ჩამოშლილი ლარი და ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოხმარდება ქართულ ოცნებას და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს - ამბობს რომან გოცირიძე.

2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას პარლამენტში ფრაქციებში განხილვა დრეს დაიწყო "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები დღეს 2 საათზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს საკუთარ შენიშვნებს გააცნობენ.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 17 მილიარდამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, ეკონომიკური ზრდა 5%-მდე აქვს გათვლილი, ხოლო ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 3 ლარსა და 30 თეთრზეა დაანგარიშებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი