მეუფეები "ოცნების" ღონისძიებაზე - მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა ბორჯომში

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" დღეს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატს, ანტონ ობოლაძეს წარადგენს. ობოლაძის წარდგენას მმართველი გუნდის წევრებთან და ლიდერებთან ერთად, სასულიერო პირებიც მრავლად ესწრებიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აშკარად გამოხატავენ საკუთარ სიმპათიას და მხარს უჭერენ "ოცნების" კანდიდატებს, ხოლო პოლიტიკურ პროცესში ჩარევაში პრობლემას ვერ ხედავენ.

ამ თემაზე საუბრისას, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, რომელიც თავადაც დაესწრო ვანში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას, თქვა - "როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან"

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი