"როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან" - მეუფე ანტონი

გამოქვეყნდა:

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ ფიქრობს, რომ მაღალი სასულიერო იერარქიის პირების დასწრება მმრთველი პარტიის საარჩევნო წარდგენებზე წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ ეკლესია ყოველთვის მარს უჭერს იმას, ვინც ხელისუფლებაშია და ვისაც "მტრული დამოკიდებულება" არ აქვს ეკლესიასთან.

როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. ვისაც კი თბილი დამოკიდებულება ექნება ეკლესიასთან, აუცილებლად გავხდებით მათი მხარდამჭერები. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ არ მოსულა მთავრობაში და უკვე მტრული დამოკიდებულება აქვთ ეკლესიისადმი. სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ, არავისი შესაკითხი არ გვჭირს, - ამბობს მეუფე ანტონი. 

ცნობისთვის, მეუფე ანტონი თავადაც დაესწრო ვანში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენას. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ, ხელისუფლება რომ სამღვდელოებისა და ეკლესიის გავლენებს ხმების მოსაგროვებლად იყენებს, ეს პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებული ფოტოებიდანაც ჩანს, რომელიც 28 აგვისტოს მეუფე გრიგოლთან ერთად გადაიღო.

ამ თემაზე ისაუბრეს ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა და მამა შალვა კეკელიამ. კომენტარი გააკეთა მამა ანდრია სარიამაც. მისი თქმით, საპატრიარქოსთან აფილირებული სასულიერო პირების "ქართული ოცნების" პიარკამპანიაში ჩართულობა დღესაც გრძელდება

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.

მამა შალვამ კი აღნიშნა, რომ ეკლესიის მხრიდან პირდაპირ, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მიუღებელი ფორმაა. მისი თქმით, ეკლესია პარტიას და ადამიანს არ გამოყოფს, მრევლის ნაწილი კი ყველა შეიძლება იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი