იგივე სცენარი მეორდება რაც წინა არჩევნებზე, ხმა ავიმაღლოთ - შენგელია ქსნის სკოლის მასწავლებელზე

გამოქვეყნდა:

ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ხელისუფლება წინა არჩევნების იმ სცენარს იმეორებს, რომლის გამოც დედამისი, ია კერზაია გარდაიცვალა. მისი თქმით, ხელისუფლება დაუსჯელობის სინდრომს აგრძელებს, რისი მაგალითიცაა სამსახურიდან ქსნის სკოლის დირექოტირს, დოდო ჭოტორლიშვილის გაშვება. 

ერთი-ერთში მეორდება ის სცენარი, რაც ხდებოდა წინა არჩევნების დროს. ზუსტად 20 დღე იყო დარჩენილი არჩევნების მეორე ტურამდე 2018 წელს, როცა "ოცნების" ჩინოვნიკებმა, მათმა განათლების მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგეგმეს სპეცოპერაცია დედაჩემის წინააღმდეგ და განახორციელეს კიდევაც მე-6 საჯარო სკოლაში. შესაბამისად, ამ ამბავს, ამ რეპრესიას, დევნას, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ სკოლის დირექტორი ყოფილიყო მათი პოლიტიკური მიზნების აღმსრულებელი და ამ დავალების შეუსრულებლობას მოყვა ის რეპრესიები, რაც განხორციელდა დედაჩემის წინააღმდეგ და რასაც მოყვა მისი გარდაცვალება. ეს არის იგივე სცენარის გაგრძელება, იგივე სცენარის განმეორება. ეს არის იმ "დაუსჯელობის სინდრომის" გაგრძელება, - თქვა ბაჩანა შენგელიამ. 

მან საავადმყოფოში მყოფ სკოლის დირექტორს გამოჯანმრთელება უსურვა. შენგელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ორი წელია დედამისის საქმეზე სიმართლის დადგენას ცდილობს და ამისთვის ყველა სამართლებირვი გზა გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ. 

სწორედ იქამდე ვართ ცოცხლები, სანამ "ქართულ ოცნებას" არ დასჭირდება ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი დედების სიცოცხლის წაღება თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ვიყოთ დაცულები... ჩვენ უნდა გავიღვიძთ, თუ არ გვინდა, რომ დედები, შილები, ძმები, მეგობრები მოგვიკლან. რითაც შეუწყვიტეს ქალბატონ დოდოს თანამდებობრივი უფლებამოსილება, კონკურსი უნდა ჩატარებულიყო აპრილში და უნდა გაეგრძელებინათ ამ ხალხისთვის, მაგრამ მათ კოვიდის მიზეზით, რომელსაც გადაგვაყოლეს მთელი ერი და ყველაფერს გვიკეთებენ ამ კოვიდის სახელით, გვკლავენ, გვახრჩობენ, თანამდებობიდანაც გვიშვებენ, კოვიდის მიზეზით გადადეს ეს კონკურსი, რომელიც დირექტორების მიმართ უნდა ჩატარებულიყო, ვისაც ამოეწურა უფლებამოსილება და დღეს ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნებით, - თქვა ბაჩანა შენგელიამ.

შენგელიამ ყველა დირექტორს და სკოლის მასწავლებელს მოუწოდა, რომ ხმა ამოიღონ რადგან დუმილით მხოლოდ მსხვერპლი გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ქსნის სკოლის დირექტორი, დოდო ჭოტრლიშვილი სკოლიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. მისი შვილი ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო შტაბის წევრია. მასწავლებელი ამ დროისთვის ინფაქტის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი