ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ მაჭახელაში ოცნების კანდიდატებთან ერთად დააფიქსირეს. აგიტაციაში მონაწილე მერს, ბათუმელების ჟურნალისტმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კითხვა დაუსვა, თუმცა მერი დასმულმა შეკითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ჟურნალისტს აგინა.
ვარდმანიძის საკითხი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განიხილეს და დაადგინეს, რომ მერის საქციელი თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.