უწყლოდ დარჩენილი სოფელი ტელმანი - მალხაზ ჯალაღანია ადგილობრივებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, მალხაზ ჯალაღონია სოფელ ტელმანის მოსახლეობას შეხვდა. გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივებმა კანდიდატს სოფელში წყლის პრობლემის გადაჭრა სთხოვეს. 

სოფლის ნაწილს დაბინძირებული წყალი მიეწოდება, ნაწილი კი - უწყლოდ არის დარჩენილი. მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა ხელისუფლებას, რომ სოფლის ცენტრში არსებული წყლის საცავი გაეწმინდათ, თუმცა, ხუთი  წელია  ხელისუფლების დაპირება არ სრულდება . ადგილობრივები, წინასაარჩევნოდ, ზეწოლის და მუქარის ფაქტებზეც საუბორბენ:

ხელისუფლება ისევ აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა მთელი 8 წლის განმავლობაში - დაშინებას მასწავლებლების, სკოლის მასწავლებლების, ბაგა ბაღის მასწავლებლების... ვისაც ვერ დააშინებენ, მათ მოხსნიან სამსახურიდან და ვხედავთ, რომ ქალბატონი დოდო იმყოფება საავადმყოფოში. მე მას ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ყველამ იცოდეს, რომ 31 ოქომბერს საბოლოოდ უნდა დამთავრდეს არა მარტო მასწავლებლების, არამედ - ყველას დაშინება, - თქვა მალხაზ ჯალაღონიამ შეხვედრაზე. 

შეხვედრას ესწრებოდა ბაჩანა შენგელიაც, რომლის აზრით, ხელისუფლება წინა არჩევნების იმ სცენარს იმეორებს, რომლის გამოც დედამისი, ია კერზაია გარდაიცვალა. მისი თქმით, ხელისუფლება დაუსჯელობის სინდრომს აგრძელებს, რისი მაგალითიცაა სამსახურიდან ქსნის სკოლის დირექტორის, დოდო ჭოტორლიშვილის, გაშვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი