ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის პარტია "ლელოს" შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პარტია საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელებს. 

"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა ნაცვლიშვილი, დაშავებულის მდგომარეობას ამ მომენტში არკვევს. დაზარალებული პაატა კიკაბიძე ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"მთავარი" ინფორმაციას მიღებისთანავე გაგცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ოფისის დარბევაც სცადეს. დეპუტატ, ოთარ კახიძის განცხადებით, დაზიანებულია ბანერი, კამერების ჩანაწერებში კი ჩანს როგორ ესროლეს უცნობმა პირებმა ოფისს ქვები. კახიძის თქმით, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი