ხელისუფლებამ 6 თვის წინ იცოდა, რომ მეორე ტალღა მოსალოდნელი იყო - მალხაზ ჯალაღონია

გამოქვეყნდა:

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ექიმი, მალხაზ ჯალაღონია ხელისუფლებას კორონავირუსის სათავისოდ გამოყენებაში და ვირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

მისთვის გაუგებარი და საეჭვოა, რატომ არ ჩაიკეტა აჭარის რეგიონი მაშინ, როდესაც ჩაიეკეტა სვანეთი.

მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის წინასაარჩევნოდ გამოყენების მოტივი ჰქონდა - "ინფექცია აჭარიდან ადამიანებმა თბილისში ჩაიტანეს, რაც, დიდი ალბათობით, წინასწარ განზახული ქმდება იყო". 

"მათ ჰქონდათ 5-6 თვე და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რო მეორე ტალღა მოსალოდნელი იყო. მე მგონია, რომ სისტემა სპეციალურად არ მომზადდა. ჩემი აზრით, ეს მოხდა სპეციალურად, რომ კიდევ ერთხელ მათ ეს კოვიდ-ინფექცია გამოიყენონ არჩევნების მოსაგებად", - ამბობს მალხაზ ჯალაღონია "დღის სტუმარში". 

მაჟორიტარობის კანდიდატი ასევე ამბობს, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია, თუმცა, კარგი მენეჯმენტის პირობებში, შეცდომების გათვალისწინება და გამოსწორება უნდა მოხდეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 9 ადამიანი, რომელთაგან 5 პაციენტი აჭარიდანაა. 

ხელისუფლების მიერ კორონავირუსის სათავისოდ გამოყენებაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც საუბრობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი