იპოდრომის პარკის გაშენება უკანონოა - მწვანე ალტერნატივა

გამოქვეყნდა:

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას, საზოგადოებასთან კონსულტაციის და სათანადო შეფასების გარეშე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ კანონდარღვევად აფასებს.

"მწვანე ალტერნატივა" უკანონოდ მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა პარკის განაშენიანების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საზოგადოებას მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა.

კახი კალაძემ პროექტის დეტალური პრეზენტაცია უკვე გააკეთა, არც პროექტის ბიუჯეტი და არც პარკის მოწყობის გეგმა მან მოქალაქეებთან არ შეათანხმა.

"მწვანე ალტერნატივა" ამბობს, რომ კანონით საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა

გარდა ამისა, „მწვანე ალტერნატივა“-ს ცნობით, მერიის გეგმა ძალიან ძვირიანია, პარკის მოვლაც თბილისის მოქალაქეებს ძვირი დაუჯდებათ, რადგან ის ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით გაშენდება, ამასთან პარკი იცვლება ფუნქციურადაც. 

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით, ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს. - ვკითუხლობთ "მწვანე ალტერნატივა"-ს დასკვნაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ იპოდრომის შესახებ დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თბილისის მერმა, კახი კალაძემ, 19 ოქტომბრიდან ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება დააანონსა.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა, წინასაარჩევნოდ თბილისის მოქალაქეებს მათივე კუთვნილი იპოდრომის ტერიტორია დაუბრუნა. ოლიგარქის "საჩუქარს" ოპოზიცია ამომრჩევლის ხმების მოსყიდვად აფასებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი